ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა გამართა.
ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
პრეზენტაციას გამყოფი ხაზის მიმდებარე კოდისწყაროს, ქვემო ჭალის, სამთავისის და ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, პროგრამაში ჩართვის მიზნით სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge
ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე : https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo