„დარგე ხე, გაამწვანე გარემო“
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სკოლის მიმდებარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია – „დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ ჩაატარეს.
როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ბარნაბიშვილმა განაცხადა, გარემოს გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელში ჩართვაც მოქალაქეობრივ მაღალ პასუხისმგებლობას ნიშნავს. „მიუხედავდ მოსწავლეების ასაკისა, ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ გარემოს დაცვას, ხეების მოვლას, გაფრთხილებას და მათზე ზრუნვას. დღევანდელი აქციის მიზანიც სწორედ ესა “ აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
აქციას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეუერთდა.
მოგვიანებით კი პირველკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ შემოდგომის ზეიმს დაესწრო.