დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე – 22 მარტი
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრის “მომავლის” ბენეფიციარებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა.
ბენეფიციარების განწყობაზე სპეციალურად მოწვეულმა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი და სადილიც გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერია დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარებზე ყოველწლიურად ერთჯერადად 400 ლარის დახმარებას გასცემს, ხოლო სარეაბილიტაციო დახმარებისათვის 1000 ლარს.