თელიანის სტადიონი
სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედნის მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
მოედანი ეწყობა ბეტონზე და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი.
მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობა ღამის განათებაც.
პროექტს ი.მ. „ვახტანგ კუჭაშვილი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 498 ლარით ფინანსდება.
დასასვენებელი და სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების საუკეთესო საშუალებაა კასპის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია.