კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სკოლის მიმდებარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია –  „დარგე ხე, გაამწვანე გარემო“ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ნარგავებს საკუთარი სახელები დაარქვეს.

როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ბარნაბიშვილმა განაცხადა, გარემოს გამწვანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელში ჩართვაც მოქალაქეობრივ მაღალ პასუხისმგებლობას ნიშნავს. „მიუხედავდ მოსწავლეების ასაკისა, ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ გარემოს დაცვას, ხეების მოვლას, გაფრთხილებას  და მათზე ზრუნვას. დღევანდელი აქციის მიზანიც სწორედ ესა “ აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

აქციას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეუერთდა.

მოგვიანებით კი პირველკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ  შემოდგომის ზეიმს დაესწრო.