„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ კასპის მუნიციპალიტეტში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ზემო ხანდაკის და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სოფელ ზემო ხანდაკის, კალოუბნის და ხოვლეს მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივებმა საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს და პრიორიტეტებიც ერთხმად შეარჩიეს.
სოფელი ზემო ხანდაკი
გარეგანათების სისტემის მოწყობა;
სანიაღვრე არხის მოწყობა
სოფელი კალოუბანი
არმირებული ბეტონის გზის მოწყობა
სოფელი ხოვლე
სანიაღვრე არხის მოწყობა
საუბნო გზის მოხრეშვა
2023 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარი დაიხარჯება.