სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანების თანახმად, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები იწყება.
როგორც გასულ წელს მიმდინარე წელსაც, კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში – მოსახლეობის გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტების განსახორცილებლად დაფინანსდება 950 000 ლარით.
შესარჩევი პროექტების ჩამონათვალი:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი ინფრასტრუქტურა;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები;
სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის 73 სოფელში ჩატარდება.