გერბის და დროშის აღწერილობა

კასპის მუნიციპალიტეტის გერბი –  სახელმწიფო სიმბოლო. მიღებულია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს გრიფონი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს  ჯვარი (წმინდა ნინო ჯვარი).

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი -„კასპი“.

 

ასპის მუნიციპალიტეტის დროშა – სახელმწიფო სიმბოლო მიღებულია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დროშის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს გრიფონი, დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში ოქროს ჯვარი (წმინდა ნინოს ჯვარი). კასპის დროშის პროპორცია არის 2:3.