სოფელ ხოვლეში ძიუდოს ახალი ჯგუფი გაიხსნა
სოფელ ხოვლეში ძიუდოს ახალი ჯგუფი გაიხსნა. ჯგუფში 31 ბავშვია გაერთიანებული და მათ ბექა მიქუტიშვილი ავარჯიშებს.
სოფელი ხოვლე ერთ ერთი იმ სოფელთაგანია, სადაც სპორტის სახეობებიდან ჭიდაობა პოპულარულია.
სოფელში ბევრი სახელოვანი და წარმატებული მოჭიდავე აღიზარდა, რომლებმაც საქართველო არაერთხელ ასახელეს ევროპისა და მსოფლიო ტურნირებზე.