18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ მუზეუმებში ღონისძიებები გაიმართა.
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხართმცოდნეობის მუზეუმში „საგაზაფხულო გამოფენა“ გაიხსნა. გამოიფინა ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრების, ელენე ბარნოვის, მარიამ ნონიაშვილს, დადუნა ჯავახიშვილისა და ანა ბერიანიძის ნამუშევრები.
სასირეთის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში გენერლის საოჯახო ალბომიდან ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო. ასევე, გამოიფინა სასირეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მარიამ დავითაშვილის ნამუშევრები და ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნივთები.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია მუზეუმების თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს.