საინფორმაციო შეხვედრა სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის წარმომადგენლებთან

November 18, 2022
საინფორმაციო შეხვედრა სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის წარმომადგენლებთან

When

November 18, 2022    
12:00 am

Event Type

პირველ ნოემბერს ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ შეხვედრას აწყობს კოდისწყაროს (11:30 საათი) ქვემო ჭალის (12:30 საათი) და მეტეხის (14:00 საათი) ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრებ 18 წლის და ზემოთ მოქალაქეებთან (ასაკი შეზღუდული არ არის).

გთხოვთ მობრძანდეთ შეხვედრაზე

ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ უწყვეტად უზრუნველყოფს პროფესიონალი კადრების მომზადებას და დასაქმების ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე დაწესებულება აგრძელებს ახალი, საშემოდგომო ნაკადის მიღებას მომზადების პროგრამებზე:

  1. კალატოზ-მებათქაშის საქმე;
  2. მეარმატურე-მექარგილის საქმე;

პროგრამებზე სწავლა და საერთო საცხოვრებლით სარგებლობა დაფინანსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

პროგრამის ხანგრძლივობა ჯამში არის 4,5 თვე. აქედან 2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლა მიმდინარეობს კოლეჯის ბაზაზე და ამ პერიოდში მსმენელი მიიღებს 600 ლარიან სტიპენდიას. შემდეგ მსმენელი გაივლის 2,5 თვიან ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკას „ბქ ქონსთრაქშენი“-ს ობიექტებზე. საწარმოო პრაქტიკის პერიოდში – თბილისში უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ბინით.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცის პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესახებ.

კოლეჯის მისამართი ზესტაფონი: ნიკო ნიკოლაძის #28

საკონტაქტო ტელეფონი: 032 242 44 43

ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“