განათლება
კასპის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 29 საჯარო სკოლა მ/შ 4 ქალაქში ხოლო 25 სოფელში, ასევე ერთი მრავალპროფილიანი სკოლა გიმნაზია შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“.
საჯარო სკოლებს კოორდინაციას უწევს კასპის რესურსცენტრი – ხელმძღვანელი ნათია ილურიძე.
კასპი სააკაძის ქუჩა #68, 0371 22 27 51; kaspi@mes.gov.ge
კასპის პროფესიული კოლეჯი, პროფესიული განათლება – უმოკლესი გზა დასაქმებამდე!
სსიპ კასპის კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული, ადაპტირებული გარემო ასაკის შეუზღუდავად 200 სტუდენტს აძლევს საშუალებას მიიღოს სასურველი პროფესია.
მისამართი: კასპი, აღმაშენებლის 168-ვ, info@kc.edu.ge, ტელეფონი: 0706555555;
ტექნოპარკი კასპი – “იდეა ქმნის მომავალს”
კასპის ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.
ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა კი ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.
იდეა ქმნის მომავალს – განახორციელე კასპის ტექნოპარკში.
კასპის ტექნოპარკი არა მხოლოდ კასპის,არამედ მთლიანად შიდა ქართლის ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.
მისამართი: კასპი, აღმაშენებლის 168-ვ, gita.gov.ge , დირექტორი ხატია ბაინდურაშვილი; ტელეფონი: 558 51 58 28;
გაზეთი “ახალი განთიადი”
კასპის მუნიციპალიტეტში გამოდის გაზეთი „ახალი განთიადი“. გაზეთის პირველი ნომერი, 1931 წლის 7 ნოემბერს გამოვიდა სახელწოდებით „კომუნიზმისაკენ“. 1967 წელს შეიცვალა სახელი და ეწოდა „განთიადი“, ხოლო 2007 წლიდან „ახალი განთიადი“-ა.
გაზეთი, არსებობის 92 წლის განმავლობაში, ასახავს მუნიციპალიტეტის მიმდინარე ცხოვრებას და თითოეული კასპელის ოჯახის წევრი გახდა. გაზეთმა, საქართველოში მიმდინარე ყველაზე მძიმე წლებსაც კი გაუძლო და ერთი დღითაც არ დახურულა, რაც რედაქციის, იმდროინდელი რაიონის ხელმძღვანელობის და თავად მკითხველის დამსახურებაა.
გაზეთის რედაქტორები იყვნენ:
- ნ. ჩადუნელი
- შ. შაველაშვილი
- ი. ბუზალაძე
- გ. მალაციძე
- ე. გულვერდაშვილი
- ვ. ელისაბედაშვილი
- ა. ბეჟანიშვილი
- გ. კლდიაშვილი
- თ. შეშაბერიძე
- თ. ჟღენტი
- ნ.ედიშერაშვილი
გაზეთის ამჟამინდელი რედაქტორი ნანა მერებაშვილი 599 404 462;