ბუნებრივი პირობები და ბუნებრივი რესურსები
მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა. ზაფხული გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 11.40,C0, შესაძლებელი მაქსიმუმია 38 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი 5 C0.
მუნიციპალიტეტში მოიპოვება:
მერგელები (კირქვა) _ სადგურ კავთისხევთან ახლოს მდებარე ცემენტის ნედლეულის დიდი საბადო. ის მიეწოდება როგორც კასპის, ასევე რუსთავის ცემენტის ქარხანას;
ბენტონიტური თიხები – (სოფ. ხოვლეს მიდამოები);
სააგურე და საკრამიტე თიხები – (მდინარე ქსნის ქვემოთ და სოფელ მეტეხთან) ცნობილია, რომ აშურიანის ველი – გრაკლამდე თიხის მთლიანი მასაა, რომლიდანაც შეიძლება კერამიკული ნაწარმის გამოშვება, სწორედ ამ ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობს ორი აგურის ქარხანა რაიონში, მათ შორის ერთი კერამიკული აგურის და ბლოკის (სხვადასხვა ზომის) მწარმოებელი;
მუნიციპალიტეტი მდიდარია ინერტული მასალებით , მოიპოვება ქვიშა და ხრეში. ტუფი – მოსაპირკეთებელი მასალა (მოიპოვება მდინარე თეძამის ხეობაში)
ბუნებრივი ცეოლითი – კლინოპტილოლითი – გამოიყენება გაზებისა და სითხეების გასაშრობად, ჩამდინარე წყლების გასაწმენდად, ჰაერის ჟანგბადით გასამდიდრებლად, ქაღალდის, რეზინისა და პლასტმასის წარმოებაში შემავსებლად. მეფრინველეობაში, მეცხოველეობასა და მეთევზეობაში საკვების დიეტურ დანამატად, ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად.
წყლის რესურსები
მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ჩანჩქერები. მათი პარამეტრები და დახასიათება სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების თვალსაზრისით (მეთევზეობა, ჰიდროენერგეტიკა, წყალმომარაგება და სხვ).
- მტკვარი – სიგრძე 32 კმ,
- ქსანი – სიგრძე 30 კმ,
- ლეხურა – სიგრძე 29 კმ,
- თეძამი – სიგრძე 28 კმ,
- კავთურა – სიგრძე 29 კმ,
ტყის რესურსები
ტყის რესურსები – 24 365 არის სახელწიფო ტყე, (ფოთლოვანი და წიწოვანი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 32,7% (26 317ჰა) ტყითაა დაფარული, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი-ჯაგრცხილიანი მუხნარით, სამხრეთ ნაწილის თრიალეთის ქედისფერდობები რცხილნარ-მუხნარი ტყეებით, უფრო სამხრეთით კი წიფლის ტყეებით. ტყის შემქმნელი ჯიშებია: მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ნაწილობრივ წიწვიანიც.