კასპის მუნიციპალიტეტის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განუმეორებელი ბუნება და მდიდარი ისტორიულ- კულტურული ძეგლები სათანადო პირობებს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის.

ტურიზმის  პოტენციალი:

  • შესანიშნავი ბუნება;
  • შიდა წყლები;
  • საკურორტო ადგილები;
  • ისტორიული და კულტურული ძეგლები;
  • მუზეუმები;
  • ჩანჩქერები;
  • სადეგუსტაციო ადგილები;
  • სათევზაო ადგილები;
  • საპიკნიკე ადგილები.

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნუსხულია სხვადასხვა ეპოქის 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიან-ბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები, სადაც მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა დაცულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. აღნიშნული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: მოოქროვილი ვერცხლის დისკო და ვერცხლის ხატის უღელი (ძვ. წ. III ს); ელინისტური და რომაული ხანის ბრინჯაოსაგან დამზადებული დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს); ბრინჯაოს ბალთა და ვერცხლის თასი (ახ. წ. – სს); ბრინჯაოს შუბისპირები, აღმოსავლურ-ქართული ცულები, სატევარები, საკიდები.  ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლებია: რკონის სამონასტრო კომპლექსი ( ს. VII- XIV სს); სამთავისის, იკვის (XI ს); ქვათახევის, ერთაწმინდის (XII-XIII სს); მეტეხის (XIII ს) ტაძრები. ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებს ჰყავს, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი დამთვალიერებელი, თუმცა, ექსკურსიებს არ აქვს რეგურალური ხასიათი, რადგან ისინი შეტანილი არ არის საქართველოს ძირითად ტურისტულ მარშრუტებში.

„ჯავახიშვილობა“  (სოფელი ხოვლე, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნის დღე);

„სააკაძეობა“  (სოფელი ნოსტე, ქართლის დიდი მოურავისგიორგი სააკაძის  ხსოვნა);

„პაატაობა“    (სოფელი ერთაწმინდა, პაატა სააკაძის ხსოვნა);

„გოსტიბეობა“ (სოფელ გოსტიბე,  სოფლის აღორძინების დღესასწაული);

„კასპობა“ (შემოდგომის დღესასწაული).

  • კურორტი ხოვლე _ ხოვლე მდებარეობს (ხოვლის ტერიტორიული ორგანო) სოფელ ხოვლეში. ხოვლე ზღვის დონიდან მდებარეობს 720 მეტრის სიმაღლეზე. სოფელში ცხოვრობს 3000 მოსახლე. სოფელში ჩამოედინება მდინარე ხევხმელა. კურორტი ცნობილია სამკურნალო გოგირდწყალბადიანი  წყაროებით, რომლიც ათეული წლების განმავლობაში იყო ფუნქციონირებადი, მაგრამ დღეს დაკეტილია მეპატრონის უფინანსობის გამო (შესყიდულია).

სამკურნალო წყალს კვერცხის გემო და ფერი დაჰკრავს, იგი ძირითადად ვანების სახით მოიხმარებოდა; ერთდროულად იქ 60 ადამიანი მკურნალობდა, რომლებიც კოტეჯებში ცხოვრობდნენ კურორტის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. წყალი რამოდენიმე ხევში გამოედინება ერთდროულად, რომელიც მილებით შედის    კურორტის შენობაში.წყალი გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის, გინეკოლოგიური და კუჭნაწლავური დაავადების სამკურნალოდ.სოფლის მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც აწუხებს კუჭის დაავადება სვამს თვითნებურად და მათივე განცხადებით შედეგსაც აღწევენ.კურორტის შენობა პრივატიზებულია, მაგრამ არ ფუნქციონირებს, მეპატრონის უფინანსობის გამო. (შეტანილია კურორტების ჩამონათვალში)

 

  • გარიყულა _ ახალქალაქის ტერიტორიულ ორგანოში შედის და მისი მოსახლეობა 384 კაცს შეადგენს; ზღვის დონიდან მდებარეობს 470 მეტრის სიმაღლეზე, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის. სწორედ ამ მიზნით, ათეული წლების განმავლობაში, ზაფხულში სამი თვით ფუნქციონირებდა `პიონერთა ბანაკი~, რომელიც რესპუბლიკური მასშტაბით იღებდა ბავშვებს. ჩამოედინება მდინარე თეძამი.შენობა პრივატიზებულია და ამჟამად არ ფუნქციონირებს,

მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.  (კურორტების ჩამონათვალში არ არის შეტანილი)

 

  • გოსტიბე“ – ახალქალაქის  ტერიტორიულ ორგანოში შედის და მისი მუდმივი მაცხოვრებელი 43 კაცს შეადგენს, ზაფხულობით მოსახლეობის რიცხვი სამმაგდება, _ ზღვის დონიდან მდებარეობს 1500 მეტრის სიმაღლეზე, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის ბრონქიალური ასთმის განსაკურნად. წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა `პიონერთა ბანაკი~, რომელიც რესპუბლიკური მასშტაბით იღებდა ბავშვებს.ამჟამად ფუნქციონირებს კერძო პირის ინიციატივით. მცირე მასშტაბით.(კურორტების ჩამონათვალში  არის შეტანილი)

 

„რკონი“ – ახალქალაქის  ტერიტორიულ ორგანოში შედის და მისი მოსახლეობა 23 კაცს შეადგენს, -ზღვის დონიდან მდებარეობს 950 მეტრის სიმაღლეზე, მაღალი ჰაერის გამო სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ამიტომ აქ ფუნქციონირებდა ს/ს „კასპიელექტროაპარატის“ დასასვენებელი საოჯახო სახლი ხის კოტეჯებით (1-2-3 ოთახიანი), რომელიც იყო კეთილმოწყობილი. ჩამოედინება მდინარე თეძამი.დროთა განმავლობაში კოტეჯები დაზიანდა და  საჭიროებს შეკეთებას, იგი ისევ  ს/ს „კასპიელექტროაპარატის“ მფლობელობაშია. დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა `კასპიელექტროაპარატის~ თანამონაწილეობით.

მინერალური წყლები

კურორტი ხოვლე _ მდებარეობს სოფელ ხოვლეში ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე. კურორტი ცნობილია სამკურნალო  გოგირდწყალბადიანი  წყაროებით, რომლიც ათეული წლების განმავლობაში იყო ფუნქციონირებადი, მაგრამ დღეს დაკეტილია მეპატრონის უფინანსობის გამო (შესყიდულია).

სამკურნალო წყალს კვერცხის გემო და ფერი დაჰკრავს, იგი ძირითადად ვანების სახით მოიხმარებოდა; წყალი გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის, გინეკოლოგიური და კუჭნაწლავური დაავადების სამკურნალოდ.

თეძმის ხეობა
(სამოჭალო – რკონის ხეობაში
არსებობს სამონადირეო სახლი); კავთურის ხეობა;

გოსტიბის მთა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამონადირეო კომპლექსის მოწყობა;

ფრინველები –(არწივი, მწყერი, იხვი, ბატი, კაკაბი, ყვავი, გარეული მტრედი, შაშვი, გნოლი, წყლის ქათამი (ვალეშნიკი)) ცხოველები– მგელი, დათვი, გარეული ღორი, მელია, შველი, მაჩვი); თევზი (ციმორი, კარასი, კალმახი, კაპუეტი, ჭანარი, მურწა, საზანი).

გავრცელებულია დათვი, მგელი, გარეული ღორი, შველი, კურდღელი, ციყვი, მთის მდინარეებში კალმახი, მურწა და სხვა.

სოფელ კავთისხევში:  ქვათახევი, მდ. კავთურის მიმდებარე ტერიტორია,

სოფელ გუდალეთი:   კატრიანის ტყის მიდამოები (ფიჭვნარი და ნაძვნარი),

სოფელი ერთაწმინდა:   უსტარაული (წყარო და ჩანჩქერი),

სოფელი ქვემო ჭალა: იასეს წყარო. ჯვრის ტყე,  სხვილოს ციხეს მიმდებარე ტერიტორია,

სოფელი ლამისყანა: „ივლიტა“ , დ. გურამიშვილის წყარო (საიდანც მოიტაცეს

ლეკებმა)

რკონის მონასტრის მიდამოები:  იკვი, კლდეკარი, შავწყალა,

 

სადეგუსტაციო ადგილები

ახალშენი 2005”ღვინის ქარხანა-მარანი, მრავალწლიანი სასმელებით.

მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალზე, ავტობანზე სოფელ ოკამთან ახლოს.

რკონის ხეობა  ერთი,  ერთიც ამავე ხეობაში მაღლა სამოჭალოში;

სოფელ ერთაწმინდის მახლობლად უსტარაულის თავზე;

სოფელ ცხავერში რამოდენიმე.

მტკვარი,

თეძამი,

კავთურა,

შიგა წყლები:

მტკვარი, ლეხურა, ქსანი, თეძამი, კავთურა. აგრეთვე პატარა მდინარეები

ბოტისის წყლები, გოსტიბეს წყალი, ლაჯიანხევი, ნოსტურა,

სალომიას წყალი, შავწყალა, ხეხმელა, ტორტლა, კოწახურა, მრავალწყარო.

გრაკლიანი გორა”- მუზეუმი ღია ცის ქვეშ

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეშიკასპის მუნიციპალიტეტის სოფლ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან (ავტობანი). ძეგლი, რომელიც წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს – 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული  არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი. გრაკლიანის გორაზე ღია ცის ქვეშ აშენდა მუზეუმი.

აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. არქეოლოგებმა  უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს.  ორი თვის განმავლობაში მოიპოვეს 35 ათასი ექსპონატი. ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების პერიოდის ასობით სამარხი და ნასახლარი, საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყო­­ფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.

2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. IV საუკუნით დათარი­ღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას. 

„გრაკლიანში“, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესო­პოტამიაში,­ ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონ­ატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს – ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს. ეს არის 6000 წლის წინა­ნდელი ნივთ­ები, რომელიც ჯერ კიდევ დამწერლობის ჩამოყალიბებამდე გამოიყენ­ებოდა სხვა­დასხვა დოკუმენტის ნამდვილობის­ დასა­დასტურებლად. სავარაუდოდ, სავაჭრო ურთიერთობის დასარეგულირებლადაც. ასეთი­ რამ, მხოლოდ სამხრეთ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი. უფრო გვიან ნახეს ანატოლიაში, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, მერე კი გავრცელ­ებას იწყებს­ დასავლეთ რეგიონებში. აღმოჩენილია იმ ადამიანების ჩონჩხებიც, ვინც მათ იყენე­ბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურ საზოგადოებას განვითარების მაღალი დონე ჰქონდა, ცნობდა იურიდიული შეთანხმების ძალას. 

„გრაკლიანი“ს გორის არქეოლოგიური შრეების ქრონოლოგიური დიაპაზონი შთამბეჭდავია, მოიცავს ამ ტერიტორიაზე ადამ­იანის განსახლების 1,5-2 მლნ წლის ისტორ­იას.

„გრაკლიანი“ს არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად ვეცნობით­ აქამდე უცნობ, მაღალგანვითარებულ კულტურას. აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი, ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველად ვიღებთ ინფორმაციას. აქ ცხოვრობდა ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც ინტენსიური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.  

“აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში ქართლი ეკონომიკურად დაკნინებული­ და კულტურულად დეგრადირებული რეგიონი იყო. „გრაკლიანი“ს აღმოჩენებმა დაად­ასტურა სრულიად საპირისპირო ფაქტი. ჩანს კავშირები სამხრეთ მესოპოტამიასთან, ურარტუსთან, აქემენიდურ ირანთან… ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ადაპტირებ­ული აქვს იმ პერიოდის ყველა ტექნოლოგ­იური ინოვაცია და კულტურის ელემენტი. ექსპონატებს შორის უამრავია განსაკ­უ­თ­­რებით გამორჩეული. მათ შორის არის უნიკალური, მხატვრული დეკორით შემკული­ საკრალური ღუმელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. 

მეცნიერთა განმარტებით, ნაპოვნია უნიკალური არტეფაქტები – „გრაკლიანი“ს აღმოჩენები ისტორიას შეცვლის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციტივით “გრაკლიანის გორაზე” ღია ცის ქვეშ მუზეუმი შენდება.

რაც შეეხება გრაკლიანის სხვა უდიდეს აღმოჩენებს, მნიშვნელოვანი ექსპონატებია – ოქროს დისკო – ძვ. წ.აღ IV ათასწლეული, რომლის ერთადერთი ანალოგიც არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება), რომლის ანალოგიც მოიპოვება  სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით. 

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV – ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი – სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

ძეგლის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

ხუთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ამ აღმოჩენის შესახებ

 

  1. 2015წელს გრაკლიანი გორას საქართველოს მთავრობამ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
  2. გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი შენდება.
  3. აღმოაჩინეს ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა.
  4. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.
  5. ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის მთაზე ადამიანის მრავალათასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორიას ადასტურებს.

 

არტვილა გარიყულა

არტვილა გარიყულა 1885 წელს აგებულ ბოლგარსკის სასახლეშია მოწყობილი, რომელიც თბილისელმა ინჟინერმა ვასილ ბოლგარსკიმ  ააშენა.

ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და ახლა უკვე აღარარსებული თბილისის სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

არტ-ვილაში ტარდება შეხვედრები, სემინარები და ფესტივალები. დიდი ეზო, ლამაზი გარემო და საინტერესოდ, შემოქმედებითად მოწყობილი ვინტაჟური სახლი მრავალ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს იზიდავს. არტ-ვილა გარიყულაში ყოველწლიურად ტარდება ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანები.

„არტ-ვილა გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონალური ცენტრია საქართველოში, რომეიც თანამედროვე ხელოვნების შექმნის, წარმოჩენისა და გავრცელების მისიით შეიქმნა.

https://www.facebook.com/Garikula/