კულტურა
კასპი გამოირჩევა თავისი კულტურული წარსულით. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, მუნიციპალიტეტის სოფლებში ტარდებოდა სპექტაკლები, რომელშიც მონაწილეობდნენ თეატრის გამოჩენილი მოღვაწეები. კასპის ცენტრში მდებარე ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი, რომელიც 1951 წელს აშენდა მასპინძლობდა და მასპინძლობს თეატრის, კინოს, ხელოვნების, სპორტის მოღვაწეებს და მწერლებს.
თვითმოქმედი კოლექტივები, რესპუბლიკურ და საკავშირო ფესტივალებზე დიპლომებით, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით ჯილდოვდებიან. კასპში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს ხელმძღვანელობდნენ მიხეილ კავსაძე, მარო თარხნიშვილი, გრიგოლ ჩივაძე, სოლომონ იაშვილი, როსტომ ყენია, ქეთევან ღოღობერიძე, ჯანო ბაგრატიონი, გივი ბახტაძე.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს კასპის ცენტრალურ სტადიონზე, სამთავისისა და ქვათახევის ეკლესიებში ხშირად დაუდგამს თავისი განუმეორებელი ოპერები “დაისი”, “ქეთო და კოტე”.
სოფელ ხოვლედან იყვნენ ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოამაგენი და ხელოვნების მოღვაწენი: სანდრო, მიხეილ და ლადო კავსაძეები, ერთაწმინდიდან ცნობილი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე ია კარგარეთელი, მეტეხიდან შალვა აზმაიფარაშვილი (დირიჟორი და კომპოზიტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე), სოფელ კავთისხევიდან იყო მარიამ თარხნიშვილი და სალამურზე დაკვრის ჯადოქარი ომარ კელაპტრიშვილი, იგოეთიდან თენგიზ ზაალიშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი, ხოვლედან გივი ბახტაძე – ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კასპიდან – ტარიელ ჭიჭინაძე, ოპერის მომღერალი.
წარმატებებს აღწევენ : ხალხური სიმღერების ბავშვთა ანსამბლი „თხოთი“, მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლები „მოურავი“ და „ქართლი“, ქორეოგრაფიული ანსამბლები „დიდგორი“ რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები რობერტ გოგოლაშვილი და რევაზ ჭოხონელიძე , „რკონი“, „მეტეხი”, „სხვილოელნი”, „ფერხული“, „იმედი“, „სიონი“, „ტაშარი“ და თანამედროვე ცეკვების ჯგუფი „წეროები“. მოქმედებს სალოტბარო და სხელოვნებო სკოლები. კასპის კულტურის ცენტრთან გაიხსნა საყმაწვილო თეატრი ,,ფარდის მიღმა“, ასევე ჩამოყალიბდა კასპის ბენდი.
კასპის მუნიციპალიტეტშიში წლების განმავლობაში იმართებოდა სახალხო დღესას-წაულები:
· „გურამიშვილობა“ (სოფელი ლამისყანა),
· „ჯავახიშვილობა“ (სოფელი ხოვლე)
· „სააკაძეობა“ (სოფელი ნოსტე)
· „პაატაობა“ (სოფელი ერთაწმინდა)
· „გოსტიბეობა“ (სოფელ გოსტიბე, სოფლის აღორძინების დღესასწაული),
· “კასპობა, რომელიც წლებია კვლავ ტარდება.
2018 წლიდან 18 მაისს იმართება „ქართული ეროვნული სამოსის დღე“.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმები: „კავკასიის დაპყრობა“, „გიორგი სააკაძე“, „მიხა“, „ლონდრე“, „ლაზარე“, „შერეკილები“, „ომის შემდგომი ისტორია“ და სხვა. მუნიციპალიტეტის გამოჩენილ ადამიანებზე შექმნილია დოკუმენტური ფილმები. კასპის მოსახლეობას კულტურულ მომსახურეობას უწევს 1 კულტურის ცენტრი კასპში, 1 კულტურის სახლი სოფელ ქვემო ჭალაში და 15 სასოფლო კლუბი, 1 მთავრი ბიბლიოთეკა, 1 საქალაქო ბიბლიოთეკა, 1 სასოფლო ბიბლიოთეკა სოფელ ქვემო ჭალაში და ხუთი მუზეუმი.
კულტურის ცენტრის წინ დგას ომარ კელაპტრიშვილის ბიუსტი და გახსნილია 3 ვარსკვლავი: თბილისის სახელმწიფო ოპერისა და თეატრის სოლისტის თენგიზ ზაალიშვილის, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „დიდგორი:-ს, ამაგდარი ქორეოგრაფის რუსუდან მჭედელაძის და მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლის „მოურავი“-ს.