რას მოგვითხოვს ისტორია კასპის შესახებ

 

 

არქეოლოგიური მასალა, უძველესი ნამოსახლარები და ნასახლარები, მატერილური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ კასპის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. გეოგრაფიულსტრატეგიული მდებარეობის გამო იგი, ადრევე დაწინაურდა და  ციხექალაქად ითვლებოდა, მას დიდი სამხედროსტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა,  როგორც ციხექალაქი  საკუთარი სპასალარი ჰყოლია და  წარმოადგენდა გარკვეულ სამხედროადმინისტრაციულ ერთეულს. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში  მნიშვნელოვანი როლი  ენიჭებოდა.  მატიანე კასპს იხსენიებს იბერიის ძველი ქალაქების: უფლისციხის, სარკინეს, ურბნისის, ოძრახესა და სხვათა გვერდითკასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით 337 წელს.

მემატიანეს თქმით,  ქალაქ კასპში  მეხუთე საუკუნეში იმდენად მაღალ დონეზე იყო  სწავლააღზრდის საქმე, რომ მეფეები და წარჩინებული პირები თავიანთ შვილებს აღსაზრდელად აქ აგზავნიდნენკასპში იზრდებოდა  თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია  ბევრჯელ ყოფილა  ბრძოლის ასპარეზი და ჩვენს წინაპრებს ვაჟკაცურად  უქნევიათ ხმალი მტრის წინააღმდეგ. მრავლად მოითვლებიან  სახელოვანი გმირები, რომლებიც ამ მიწაწყლის მკვიდრნი იყვნენ: სწორუპოვარი მხედართმთავარი გიორგი სააკაძე და მისი ვაჟები, (მათგან უმცროსი  პაატამსხვერპლად  შეწირა სამშობლოს პაატას  ირანის შაჰმა თავი მოკვეთა და  გიორგის საქართველოში გამოუგზავნაპაატას თავი ერთაწმინდის  წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარშია დაკრძალული),  ქართლის სადროშოს ალმადარი გივი ამილახვარი, ზაზა ციციშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

 დიდგორის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კავთურის ხეობის მოსახლეობამ.  ისინი  დიდგორის ველზექვათახევის  მხრიდან ავიდნენ და  დავით აღმაშენებლის ლაშქარს  შეუერთდნენ.

1609 წელს ქართლში შემოჭრილ ოსმალთა ჯარებს, ქართლის მეფის ლუარსაბის შეპყრობა სურდათ. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა  უბრძანეს. მღვდელმა მტერს გზა აუბნია, რისთვისაც ის აწამეს და თავი მოკვეთეს. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილიც. ბრძოლა თეძმის ხეობაში, სოფელ  ნიაბის ბოლოს გაიმართა, რომელშიც ქართველებმა გაიმარჯვეს.

1625 წლის გაზაფხულზე, აღაიანის ველზე გიორგი სააკაძის ლაშქარმა  დაამარცხა შაჰაბასის  ლაშქრის ერთი ნაწილი.

ლამისყანის მახლობლად გიორგი სააკაძემ, ასევე დაამარცხა შაჰაბასის ლაშქარი, რომელიც მოდიოდა ჩრდილოეთიდან არაგვის ხეობის გვერდის ავლით. აქ გაწყდა ყიზილბაშთა დიდი ჯგუფი, რის გამოც ამ ადგილს გაწყვეტილები შეერქვა.

1724 წელს ზედაველაზე, სოფელ დოესის მახლობლად ქართველებმა დაამარცხეს ოსმალების ლაშქარი, გადმოცემით ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ახალგაზრდა დავით გურამიშვილიც.

მეორე მსოფლიო ომში კასპიდან 6 500 – მდე კაცი იბრძოდა, მათგან ნახევარზე მეტი  ვეღარ დაბრუნდა. ოთხ მათგანსილია ხმალაძეს, სურენ ასლამაზაშვილს, გიორგი თვაურსა და ივანე იშჩენკოს, მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაინჟინერ შალვა ჟიჟილაშვილს, როგორც ომის პერიოდის მშენებელს,   მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.

1991-1993 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებში  აქტიური მონაწილეობა მიიღო კასპში დისლოცირებულმა, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონმა. ბატალიონმა 25 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო რაიონის გამგებელი, ბატალიონის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი  ტარიელ შარიფაშვილი.

კასპმა სამშობლოს მრავალი  სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა: აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი და მისი ძმა ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, კასპში დაბდებული ცნობილი ქართველოლოგი პეტერბურგის უნივერსიტეტის  პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი, ფიზიკოსაკადემიკოსი . მამსახლისოვი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძე, პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი, ვახტანგ ჯავრიშვილი, რომელიც საუკეთესო ნაკვესებს წერდა. მომღერლების პლეადა მარო თარხნიშვილის მეთაურობით, მიხეილ, ლადო, სანდრო კავსაძეები, კომპოზიტორები ია კარგარეთელი და შალვა აზმაიფარაშვილიმხატვრები  რუსუდან ჯავრიშვილი და მოსე თოიძე. კასპს უკვაშირდება  მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის (სოფელი ქვემო გომი) ფესვებიც.

კასპიუხვმოსავლიანიამწერლობითაც: ლამისყანაში – დედულეთში ისწავლა სამშობლოს და ლექსის სიყვარული დავით გურამიშვილმა, ქვემო ჭალაში დაიბადნენ გივი და ლუარსაბ კარბელაშვილები,  რაფიელ ერისთავი, რომლის დედა ამილახვრიაანთ ქალი იყო, დედულეთის ხშირი სტუმარი იყო ალექსანდრე ყაზბეგი, მათივე შთამომავალი იყო ეკატერინე გაბაშვილი, თვალადელი  გიორგი შატბერაშვილი, ნანა კანდელაკი, იგოეთელი იორამ ჩადუნელი,  ხოვლელი ელგუჯა მერაბიშვილიელიზბარ მაისურაძე, თენგიზ გოგოლაძე, კასპელი  გიორგი ხორგუაშვილი და ვაჟა ოთრაშვილი.

კასპის  კულტურულ ცხოვრებაზე მეტყველებს მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, სოფელ წითელაქალაქში  ჩამოყალიბებული ადგილობრივი დრამატული წრე, რომელმაც 1876 წელს მაყურებელს უჩვენეს  გიორგი ერისთავის  კომედიაძუნწი“. 

კასპის ტერიტორიაზე აღნუსხულია სხვადასხვა ეპოქის 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომელთაგანაც ბევრი   ნებისმიერი ცივილიზებული ერის კულტურას დაამშვენებდაზოგიერთ მათგანში  უძველესი დროიდან მოქმედებდა კულტურისა და განვითარების კერებისამთავისისა და ქვათახევის  ტაძრებში დაცული იყო  ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები, საისტორიო თხზულებანი, სიგელგურჯები.  აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები კვიპრიანე და ბენედიქტე სამთავნელი, გერვასი მაჭავარიანი, ტარასი ალექსიმესხიშვილი და სხვები. ბერძნული ერიდან თარგმნიდნენ სასულიერო ხასიათის წიგნებს, თხზავდნენ ორიგინალურ ნაწარმოებებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვარს  იოანე  ავალიშვილს  1600 წელს გადაუწერია  შოთა რუსთაველის  უკვდავივეფხვისტყაოსანი“.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიანბრინჯაოადრე რკინის ხანის სამაროვნები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები, სადაც მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა დაცულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. აღნიშნული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: მოოქროვილი ვერცხლის დისკო და ვერცხლის ხატისუღელი (ძვ..III ), ელინისტური და რომაული ხანის ბრინჯაოსაგან დამზადებული დიონისეს ქანდაკება (ძვ..III-II სს), ბრინჯაოს ბალთა და ვერცხლის თასი, (ახ..II-III სს), ბრინჯაოს შუბისპირები, აღმოსავლურქართული ცულები, სატევარები, საკიდები. ამჟამინდელმა „გრაკლიანი“-ს გორას  გათხრებმა,  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კასპის უძველესი ისტორია და მნიშვნელობა, რომლის გათხრები და შესწავლაც გრძელდება.

კასპის მუნიციპალიტეტში  უხვად იყო და არის ქართლისათვის დამახასიათებელი საცხოვრისის ისეთი ტიპიური ნიმუშები, როგორიცაა სახლიდარბაზები. ცნობილი ერთაწმინდის და  ახალაქალაქის დარბაზებ, რომელიც ცნობილმა მხატვარმა ზემო ჩოჩეთის მკვიდრმა მოსე თოიძემ მოხატა.

სოფელ კავთისხევში, თვალადში არის დიდი მამულიშვილის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის აგების ერთერთი ინიციატორის ნიკო ცხვედაძის სახლი, სადაც დღეს სკოლაა განთავსებული. აქ დაიწერა იაკობ გოგებაშვილისიავნანამ რა ჰქმნადა მოთხრობების კრებული ,,კონა”, კავთისხევშია ადგილის დედა ვახტანგ, ვახუშტი, ფარნაოზ კოტეტიშვილების და სხვათა მამულიშვილებისა.

 

 

 

 

Features

Get Started

About

Downloads