მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობას, განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ქალაქში მდებარე სპორტული კომპლექსი, ფეხბურთის თანამედროვე სტანდარტების მოედანი, ფეხბურთის და ჭიდაობის სპეციალიზებული სკოლები, ასევე ქალაქსა და სოფლებში განთავსებული ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნები, ღია საჭიდაო არენები და გარეგამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები ემსახურება.
კასპს მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს. დღესაც პოპულარობით სარგებლობს ქართული ჭიდაობა, რომლის სახელგანთქმული ფალავნები იყვნენ: დავით ხიზამბარელი, არტაშა ბერიაშვილი, ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი, ზაქარია იანვარაშვილი, გოგლა რამაზაშვილი, ლადო გოგიბედაშვილი, სულიკო კოშაძე, გიორგი ბასიაშვილი, შოთა მაზმიშვილი, გიორგი ხუციშვილი და სხვები.
2022 წელს ქალაქ თბილისში ქართულ ჭიდაობაში გამართულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატის რიგით პირველი ჩემპიონი, კასპელი 17 წლის გიორგი ხიზამბარელი გახდა.
მუნიციპალიტეტის სპორტულ მატიანეში კასპელმა მოჭიდავეებმა საპატიო ადგილები დაიმკვიდრეს მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ საქართველოს ტურნირებში.
მსოფლიოს ჩემპიონები ჭიდაობა სამბოში: იოსებ მაღალაშვილი და ბადრი ჯანიაშვილი, შალვა პაპინაშვილი, ივანე გამხიტაშვილი, ოთარ ყურაშვილი, სარდიონ იაშვილი, შმაგი შარიფაშვილი, მამუკა ჯანანაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში).
მსოფლიო თასის მფლობელები: იოსებ მაღალაშვილი და ივანე გამხიტაშვილი.
ევროპის ჩემპიონები: ვანო გამხიტაშვილი და ბექა ბერძენიშვილი (უფროსებში), ბადრი ჯანიაშვილი, ჯამბულ ქამხაძე, მამუკა ჯანანაშვილი, მიხეილ კალაშვილი (ახალგაზრდებში).
საერთაშორისო სპორტის ოსტატია იოსებ მაღალაშვილი.
(1974 წ.), შალვა პაპინაშვილი (1984 წ.), ივანე გამხიტაშვილი (1989 წ.), სარდიონ იაშვილი (1992 წ.), ჯამბულატ ქამხაძე, მამუკა ჯანანაშვილი (1993 წ.), ბადრი ჯანიაშვილი (1997 წ.), ოთარ ყურაშვილი (ვეტერანთა შორის), შმაგი შარიფაშვილი (2010 წ. ჭაბუკთა შორის),
ევროპის ჩემპიონები ტარიელ ცინცაძე (1971 წ. ძიუდო), ამირან ობგაიძე (1977 წ. ძიუდო), ჯამბულ ქამხაძე (1992, 1993 წწ. სამბო), ბადრი ჯანიაშვილი (1992წ.), კახაბერ და მიხეილ მამულაშვილები, მალხაზ კუმლაძე (სამივე სამბო), საბჭოთა კავშირის ჩემპიონები სამბოში ქრისტეფორე ნინიაშვილი (1948, 1949 წწ.), გიორგი როსტიაშვილი (1948, 1950, 1951 წწ.), ლავრენტი კაციაშვილი (1955, 1959, 1961, 1966 წწ.), ნუგზარ გოგიბედაშვილი (1964 წ. თავისუფალი ჭიდაობა), დავით კოდანოვი (1977 წ. ძიუდო)
საქართველოს ფალავნები არიან ამირან ვარდოშვილი, შოთა გულიაშვილი (ორგზის), ოთარ ყურაშვილი (ორგზის) და ვანო გამხიტაშვილი, გიორგი კაციაშვილი და ბექა ბერძენიშვილი.
ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ჩემპიონები არიან: ამირან პაპინაშვილი, ამირან ობგაიძე (გუნდი), ტარიელ ცინცაძე (გუნდი), კობა პაპინაშვილი.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურითამასების ჩემპიონები: გიორგი კაციაშვილი და რობიზონ ბეგლარაშვილი.
თავისუფალ ჭიდაობაშიმსოფლიო სტუდენტთა უნივერსიადის ჩემპიონია ნოდარ ნუგზარიშვილი.
საუკუნის საქართველოს საუკეთესო სამბისტად დასახელდა სამთავისელი მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიო თასის მფლობელი ივანე გამხიტაშვილი. საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში ლავრენტი კაციაშვილი, ოლეგ იაძე და ქრისტინე ნინიაშვილი.
1976 წელს ცნობილმა მოჭიდავის და მწვრთნელის ლავრენტი კაციაშვილის თაოსნობით კასპში ჭიდაობის სპეციალიზებული სკოლა დაარსდა, რომელმაც მრავალი სახელოვანი მოჭიდავე აღზარდა.
1987 წელს კასპში ავთანდილ ჯალალის თაოსნობით გაიხსნა ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა, სადაც 200 მოსწავლეს 10 მწვრთნელ-პედაგოგი ემსახურება. სკოლაში 10 ჯგუფია 8-დან 16 წლის ჩათვლით, ისინი მონაწილეობას ღებულობენ შიდა ქრთლის და რესპუბლიკურ პირველობებზე.
სკოლის აღზრდილები გამოსულან საფრანგეთის, შვედეთის, ფინეთის, უნგრეთის, იტალიის, დანიის, გერმანიის, საფეხბურთო მინდვრებზე. წარმატებებს მიაღწიეს გიორგი გაბიდაურმა (კვიპროსის ჩემპიონი), დავით და მერაბ გიგაურებმა (გაგრის :განთიადი“, ქუთაისის „ტორპედო“) გიორგი მჭდლიშვილმა (თბილისის ლოკომოტივი), გიორგი დაბრუნდაშვილმა (:ნორჩი დინამო“), გიორგი ილურიძემ (მარტვილის გუნდი). მიხეილ კობაური საქართველოს ჩემპიონი-საქართველოს თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყო საფეხბურთო გუნდ „განთიადი“ს აღდგენას.
წარმატებებს აღწევს საფეხბურთო გუნდი „გენერალი“, რომელიც დიდი შრომის ფასად ბრინჯაოს ჯგუფიდან გადავიდა ოქროს ჯგუფში. კასპის „გენერალი“ 2022 წლის აღმოსავლეთ საქართველოს მასტერ ლიგის გამარჯვებულია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მასტერ ლიგის საუკეთესო მენეჯერის წოდება ზაზა ჯალალს მიენიჭა.
„ფიფა“-ს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება აქვს მინიჭებული ილია ბოჭორიძეს და გიორგი ხეჩუაშვილს, „უეფა“-ს ევროპული ფეხბურთის ლიცენზია კი საფეხბურთო სკოლის 6 მწვრთნელს.
სოფელ მეტეხიდანაა საერთაშორისო სპორტის დიდოსტატი ჭადფრაკში, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარა-შვილი.
კასპელმა ივანე ჯახუამ 2018 წელს გამოსცა წიგნი „კასპის საფეხბურთო ისტორია“ (1936-2014 წწ), რაც საქართველოს მუნიციპალიტეტბში პირველი შემთხვევაა.
ჩამოყალიბდა რაგბის გუნდი, რომელიც მალე მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში.