“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში ჩაატარეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრობლემები დაასახელეს და რიგითობით პრიორიტეტებიც შეარჩიეს.
სოფელი ზემო ჩოჩეთი
გარეგანათების სისტემის მოწყობა. სოფელი გარიყულა
არსებული ბეტონის გზიდან მოხრეშვის სამუშაოების ჩატარება. სოფელი ერთაწმინდა
სოფელში გარეგანათების სისტემის მოწყობის დასრულება. სოფელი თეძმისხევი
ბავშვთა გასართობი ცენტრის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა. სოფელი ახალსოფელი
სანიაღვრე არხის სამუშაოების დასრულება;
სასაფლაოს გზის მცირე მონაკვეთის მოხრეშვა.
სოფელი ჭყოპიანი
არსებული ტბის ამოწმენდა და სარწყავად გამოყენება. მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.