ქალაქ კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს
![350524536_298319345859249_7776751305958817985_n](/wp-content/uploads/2023/06/350524536_298319345859249_7776751305958817985_n.jpg)
კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილია ატრაქციონები, ბავშვების განწყობაზე კი მოწვეული ზღაპრის გმირები ზრუნავენ.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, საჯარო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები.
ასევე მიმდინარეობს ფეინთბოლი – ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაშები.
საღამოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის კონცერტს გამართავს კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი და მუსიკალური ჯგუფი – გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2;